სსიპ. ბესიკ კაპანაძის სახელობის სოფ. ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის დამრიგებლის- თამარ ჩაგელიშვილისსადამრიგებლო მუშაობის გეგმა 2014- 2015 სასწ. წელი
2014- 2015 სასწავლო
წელს სადამრიგებლოდ გადმომეცა მე-8 და მე-9 კლასები, თავისთავად, სამუშაო საკმაოდ ბევრია. ჩემი მიზანია საბაზო საფეხურის
ორივე კლასთან თანაბარი ძალისხმევით ვიმუშავო და მაქსიმალურად ჩავრთო მშობლები სასკოლო
საქმიანობაში. ჩემი სადამრიგებლო პროგრამა მოვარგე მოსწავლეთა საჭიროებებს და ჩავრთე
ისეთი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის გაღრმავებას. დაგეგმილი სადამრიგებლო საათები,
საკლასო და კლასგარეშე აქტივობები გავაცანი მშობლებსაც და მოსწავლეებსაც, გავითვალისწინე
მათი მოსაზრებები და ინიციატივები.
მე-8 და მე-9 კლასებში სადამრიგებლო მუშაობის ძირითადი
მიმართულებაა- პიროვნული, მორალური და სოციალური
განვითარება, სადამრიგებლო საათი მოიცავს დისკუსიებს, პრეზენტაციებს, დისპუტს,
გამოკითხვას, ტესტირებას
და
კვლევას. მუშაობის ფორმებია-
ჯგუფური, ინდივიდუალური, წყვილებში. ასევე დავგეგმე სადამრიგებლო საათის ფარგლებში
ვიდეო, დოკუმენტური და მხატვრული მასალების გამოყენება.
მე- 8-9 კლასების სადამრიგებლო საათის
პროგრამა ასევე მიმართულია მოსწავლეების შემეცნებითი
და კულტურული განვითარებისკენ, აქტივობები შესაბამისად გეგმაშია წარმოდგენილი.
ახალი სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრომ სადამრიგებლო მუშაობას მისცა კიდევ უფრო
მეტი მიმართულება მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, დამრიგებლის განსაკუთრებულ
როლს მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობებში, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს მომავლის
სწორად დაგეგმვაში, ინტერესის სფეროს გამოვლენაში, რაც გაუადვილებს სამომავლოდ პროფესიის
არჩევას და მიზნების სწორად ჩამოყალიბებას. სადამრიგებლო საათის გარდა დავგეგმე ინტელექტუალური
ღონისძიებები, ექსკურსია- ლაშქრობები, სპორტული ღონისძიებები მთელი სასწავლო წლის მანძილზე
და საგნობრივი ღონისძიებები.
ზოგიერთი აქტივობა
ორივე კლასის ( მე-8, მე-9) მოსწავლეების მონაწილეობით
ერთობლივად განსახორციელებელია, ამით ჩემი მიზანია მოსწავლეები დაახლოვდნენ, დამეგობრდნენ
და ითანამშრომლონ ერთმანეთთან, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, აზრები და იდეები.
აქტივობებში გათვალისწინებულია სააზროვნო უნარების
განვითარება, მსჯელობის, აზრის თავისუფლად გამოხატვის, სხვისი აზრის პატივისცემის,
მოსმენის, ანალიტიკური აზროვნების და ურთიერთშეფასება, თვითშეფასების უნარების განვითარების
ხელშეწყობა.
მშობლებს აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერ დაგეგმილ აქტივობაში
მიიღონ მონაწილეობა ან დაესწრონ, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას
, როგორ საკუთარი თავის, ისე უფროსების წინაშე, ასეთი ფორმით მშობლები კიდევ უფრო უკეთესად
გაიცნობენ შვილებს, მათ ინტერესებს და მისწრაფებებს, მიეჩვევიან თანამშრომლობას.
მშობლების და მასწავლებლების
თანამშრომლობითი ურთიერთობა ახდენს დადებით ზეგავლენას და პოზიტიური განწყობის შექმნას
მოსწავლეებში, რომ სკოლა იგივე ოჯახია და არა ჩაკეტილი შენობა სადაც მშობელს მხოლოდ
იმისთვის იბარებენ, რომ მოსწავლის დანაშაულზე ისაუბრონ.
ჩემს გეგმაში ჩართული
იქნებიან- მასწავლებლები, დირექცია და ნებისმიერი პროფესიის პიროვნება, რომელიც გაგვიწევს
კონსულტაციას, მითითებას და თანამშრომლობას საჭირო საკითხთან დაკავშირებით.
ჩემი მიზანია სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებამ
ხელს შეუწყოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელებას; სკოლა და ოჯახი ერთად ზრუნავდეს მოზარდის მრავალმხრივ
განვითარებაზე.
მე-8 კლასის სადამრიგებლო პროგრამის გეგმა I სემესტრი
#
|
დაგეგმილი აქტივობა
|
აქტივობის მიზანი
|
განხორციელების
დრო
|
1
|
სადამრიგებლო
საათი
1. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა
საჭიროებების, საგნების, საგნის მასწავლებლების და საბაზო საფეხურის ძირითადი მიზნების
გაცნობა;
2. მოსწავლის ქცევის კოდექსის გაცნობა;
3. ქცევის წესების შემუშავება მოსწ. მონაწილეობით;
|
სადამრიგებლო საათის მიზანია, მოვამზადო მოსწავლეები
სასწავლო პროცესისთვის, გავაცნო ახალი საგნები და საფეხურის ძირითადი ამოცანები.
შევახსენო მოსწავლის ქცევის კიდექსი, აგრეთვე მოსწავლეთა მონაწილეობით შევადგონოთ
ქცევის წესები, რომელსაც კლასში თვალსაჩინო ადგილზე გამოვაკრავთ და საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება.
|
16. 09.2014
|
2
|
სადამრიგებლო
საათი
1.
,, ჩემი დღის რეჟიმი’’
2.
,,ფიზიოლოგიური ცვლილებები
და პირადი ჰიგიენა’’
|
1. ჩემი მიზანია გავეცნო მოსწავლეთა სკოლის გარეთ ცხოვრებას, როგორ ატარებენ
თავისუფალ დროს, რა დრო უთმობენ სწავლას, საკუთარი თავის მოვლას და ა.შ. და 2. მოზარდებს
ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით გავაცნო მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ცვლილებების
მიზეზები და ჰიგიენის დაცვის საჭირო წესები.
|
24.09.2014
|
3
|
საკლასო
დისკუსია
,, რატომ
ხდება კონფლიქტები?’’
|
დისკუსიის მიზანია გამოვარკვიოთ კონფლიქტების წარმოშობის
მიზეზები, სახეები და შესაბამისი მაგალითების ირგვლივ მსჯელობა, როგორ შეიძლება თავიდან
ავიცილოთ კონფლიქტი? როგორც ქვეყანაში ისე ადამიანებთან ურთიერთობებში.
|
26. 09.2014
|
4
|
სპორტული
ღონისძიება
,, მხიარული სტარტები’’
მე-9 კლასელებთან ერთად.
|
მოსწავლეთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა.
|
3.10.2014
|
5
|
სადამრიგებლო
საათი
,,ხასიათის სიმტკიცე’’
თემასთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება და დისკუსია.
|
ვაჩვენებ ანიმაციურ ფილმს ,, ადამიანი, რომელიც ხეებს
რგავდა’’ და შემდეგ დისკუსიას ადამიანის ხასიათზე, მაგალითების მოყვანით.
|
8.10.2014
|
6
|
საკლასო
ღონისძიება
,, მცხეთობის’’ დღესასწაულთან დაკავშირებით
|
მოსწავლეებს წინასწარ მივცემ დავალებას თემის გარშემო
მოიძიონ მასალები და მე ვუჩვენებ ჩემს მიერ
საპრეზენტაციო პროგრამაში მომზადებულ მასალებს ქრისტიანობაზე და ამ თემასთან დაკავშირებულ
დიდ პიროვნებებზე.
|
13.10. 2014.
|
კედლის
გაზეთის გამოშვება
,, ეს საინტერესოა..’’
|
ჩემი მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ საინტერესო მასალები
ნებისმიერი წყაროდან და თვითონ შექმნან გაზეთი, გააკეთონ გაფორმება და თვითონვე შეაფასონ
ერთმანეთის მასალები.
|
15.10.2014
|
|
7
|
სადამრიგებლო
საათი
1 ,, ჩაცმის
სტილი და ჩვენი იმიჯი’’
2 ,,ვინ არის მომხიბვლელი?
|
კითხვარების შევსება, მსჯელობა და დისკუსია, ჩაცმასთან,
მოდასთან და სტილთან დაკავშირებით. ვის ჰყავს იდეალი, როგორი სტილი მოსწონთ , რა
არის მისაღები და რა მიუღებელი.
|
22.10.2014
|
8
|
ლაშქრობა, სავარაუდოდ ყინწვისის მონასტერში.
|
ჩემი მიზანია გავაცნო ჩვენი რაიონის კულტურული ძეგლები
და ამ ძეგლების ისტორია.
|
24.10.2014
|
9
|
საკლასო
პრეზენტაცია
,, ჩვენი ენა ქართული’’
|
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერები -
ცნობილი ციტატები ან გამონათქვამები ქართულ ენაზე, გამარჯვებული - ლამაზად შესრულებული
ხელნაწერები გაიკვრება კლასში თვალსაჩინო ადგილზე.
|
31.10.2014
|
10
|
სადამრიგებლო
საათი- დისკუსია:
,, მინდა ვიყო პოპულარული’’
|
გავაცნო მოსწავლეებს, თუ როგორ ხდებიან ადამიანები
პოპულარულები, რა არის ამისთვის საჭირო და შევახვედრო მათთვის პოპულარულ პიროვნებას
ვისაც დაასახელებს კლასი, ამით მათ მიეცემათ შესაძლებლობა დაუსვან კითხვები და უფრო
კარგად გაცნობიერდნენ ამ საკითხში.
|
5.11.2014
|
11
|
სადამრიგებლო
საათი
,, არა -ძალადობას!’’ ფილმის ჩვენება და დისკუსის
ფილმის შემდეგ.
|
ვაჩვენებ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ადამიანებს აიძულებენ
და ბოროტად იყენებენ მათ შრომას, შემდეგ კი დისკუსია და კიდევ დამატებით მაგალითების
მოყვანა მოსწავლეების მხრიდან, დასკვნების გამოტანა.
|
12.11.2014
|
12
|
პოეზიის
საღამო
მე-8 და მე-9
კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.
|
მხატვრული
კითხვისა და გამართული მეტყველების სწავლება, პოეზიის ნიმუშების შესწავლა. კონკურსის
წესით გამოვლენა- ვინ უკეთესად კითხულობს ლექსს? და დაჯილდოვება სიგელით.
|
19.11.2014
|
13
|
სადამრიგებლო
საათი
1. რას ნიშნავს ვიყო მოზარდი- თინეიჯერი?
2. მე და ჩემი მეგობრები
|
განვუმარტო რა არის
,, თინეიჯერული’’
ასაკი და რატომ არის განსხვავებუი სხვა ასაკობრივი პერიოდებისგან, ვისთან მეგობრობენ,
როგორ არჩევენ მეგობრებს და სხვ.
|
26.11.2014
|
14
|
საკლასო
პრეზენტაცია
,, ჩემი შემოქმედება’’
|
მოვაწყოთ ნახატების, ნაქსოვების, დამზადებული ნივთების,
ნაქარგების და სხვ. პრეზენტაცია. საუკეთესო ნიმუშების დაჯილდოვება.
|
3.12.2014
|
15
|
ვიქტორინა ისტორიაში
|
პირველ სემესტრში შესწავლილი მასალის გამეორება, განზოგადება
და ცოდნის გამოყენება შესაბამის სიტუაციაში.
|
10.12.2014
|
16
|
სპორტული
შეჯიბრი
ფრენბურთში
|
მოსწავლეთა ფიზიკური განვითარება.
|
17.12.2014
|
17
|
სასკოლო
საახალწლო ღონისძიებისთვის მომზადება
და მონაწილეობა
|
გასართობ- შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობა.
|
26.12.2014
|
II
სემესტრი
#
|
დაგეგმილი
აქტივობა
|
აქტივობის
მიზანი
|
განხორციელების
დრო
|
1
|
პირველი სემესტრის შედეგების გაანალიზება და კითხვარების
შევსება.
|
ჩემი მიზნია მოსწავლეებმა გააკეთონ თვითშეფასება და
ანალიზი. ჩემს მიერ შედგენილი კითხვარებით გააანალიზონ პირველ სემესტრში მიღებული
შედეგები, რას შეცვლიან მეორე სემესტრში, რას გაითვალისწინებენ, რა იყო მათთვის წარმატება
და ამ წარმატების მიზეზი.
|
16.01.2015
|
2
|
სადამრიგებლო
საათი
1,, ვინ არის ლიდერი?’’
2,, მინდა ვიყო პოპულარული’’
|
გზა- ლიდერობისკენ, ცნობილი ლიდერების დასახელება
და დახასიათება, როგორ მიაღწიეს, რა გზა გაიარეს, ლიდერის თვისებები და მაკიაველის
,, მთავარიდან’’
ნაწყვეტის წაკითხვა. არს თუ არა ლიდერობა და პოპულარობა ერთიდაიგივე?- დისკუსია საკითხის
გარშემო.
|
21.01.2015
|
3
|
კვლევაში
მონაწილეობა
|
კვლევა შეეხება მშობლების ჩართულობის გამოვლენას სასკოლო
ცხოვრებაში, ვინ უფრო აქტიურად თანამშრომლობს სკოლასთან დედა თუ მამა? რატომ არ თანამშრომლობენ
რეგულარულად და ა.შ.
|
26- 31 იანვარი.
|
4
|
სადამრიგებლო
საათი თემაზე: ბუნებრივი კატასტროფების
რისკის შემცირება
|
მივაწოდო ინფორმაცია ბუნებრივი კატასტროფების შესახებ,
განვიხილით რამდენიმე მათ შორის : გვალვა, ძლიერი ქარი, მიწისძვრა, ნამქერი, სეტყვა,
მეწყერი.
|
11.02.215
|
5
|
სადამრიგებლო
საათი
დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია -შშმ. ადამიანებთან
დამოკიდებლება
|
გაითავისონ მოსწავლეებმა ყველა ის პრობლემა რაც შშმ.
პირებს აწუხებთ, შეიცვალონ დამოკიდებულება მათ მიმართ რომ საჭიროების შემთხვევაში
დახმარება აღმოუჩინონ და არ იყვნენ გულგრილები მათთან დამოკიდებულებაში.
|
18.02.2015
|
6
|
სასკოლო
ღონისძიება თემაზე
,, საქართველოს ოკუპაცია’’
|
გავაცნო დიდი ისტორიული თარიღები ჩვენი ქვეყნის უახლესი
წარსულიდან.
|
25.02.2015
|
7
|
მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონისძიება
მე-8- 9 კლ. მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით
|
მოვიწვიოთ მოსწავლეთა მშობლები და მივულოცოთ მარტის
ქალთა დღესასწაულები- დედის დღე და 8 მარტი საკლასო ღონისძიებით.
|
6.03.2015
|
8
|
სადამრიგებლო
საათი დისკუსია
,, ვინ არის მომხიბვლელი?’’
,,ჩემი იმიჯი- ვარ თუ არა მომხიბვლელი?
|
თითოეული მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას ან წერს სტატიას
ვინ არის მათი აზრით მომხიბვლელი და რატომ? რით ემსგავსებიან ან განსხვავდებიან ამ
პიროვნებისაგან?
|
13.03.2015
|
9
|
სადამრიგებლო
საათი
,, რა არის კონფორმიზმი?’’
სიტუაციური მაგალითების გაანალიზება
|
ჩემი მიზანია ვასწავლო რას ნიშნავს ტერმინი- კონფორმიზმი
და შესაბამისი სიტუაციური მაგალითების მოყვანით ვიმსჯელოთ ამ თემაზე.
|
20.03.2015
|
10
|
საქველმოქმედო აქცია- დავეხმაროთ
მარტოხელა მოხუცებს მე-9 კლ. ერთად.
|
სოფელში მოვიძიოთ ვინ არის მარტოხელა მოხუცები და
შეძლებისდაგვარად გავუწიოთ დახმარება ჯერ დავგეგმოთ მშობლებთან ერთად და შემდეგ განვახორციელოთ.
|
25.03.2015
|
11
|
სადამრიგებლო
საათი
,, ტყუილი, მავნე ჩვევა თუ ბოროტება?
|
საპირველაპრილო თემა, რომელიც აქტუალურია მოსწავლეებში
და ზოგ შემთხვევაში მიმართავენ კიდეც არა მარტო მოსწავლეები. ტყუილის- როგორც მანკიერების
აღმოფხვრა.
|
1.04.2015
|
12
|
,,9 აპრილი’’ სასკოლო ღონისძიება და ლაშქრობა სოფ.
შინდისში 2008 წ. დაღუპულ გმირთა პატივის მისაგებად.
|
გაეცნონ 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზებს, შედეგებს და
ისწავლონ დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა.
|
9.04.2015
|
13
|
,, დედაენის’’ დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია
|
გავაცნო ის საფრთხეები რაც ემუქრებოდა ჩვენს ენას
და ვიმსჯელოთ ჩვენს დროში თუ არის ასეთი საფრთხეები.
|
14.04.2015
|
14
|
სადამრიგებლო
საათი:
22 აპრილი-დედამიწის დღე, როგორ შევამციროთ ბუნებრივი
კატასტროფების რისკი?
|
ბუნებრივი კატასტროფების თემის გაგრძელება, ამჯერად
: ხანძარი, ქვათაცვენა, კლიმატის ცვლილება, ღვარცოფი. როგორ შევამციროთ ზარალის რისკი?
|
22.04 2015
|
15
|
აქცია- დასუფთავება
,, გაემოს დაცვის დღე- 5 მაისი’’
|
დავასუფთავებთ სკოლის და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას,
სოფელში სააგიტაციო ბუკლეტების დარიგება.
|
5.05.2014
|
16
|
მეორე მსოფ. ომის თემაზე ვიქტორინა შეჯიბრი მე-9 კლასთან.
|
9 მაისის გამარჯვების მნიშვნელობის აღქმა, შესწავლილი
მასალის გამეორება ცოდნის გამოყენება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება.
|
8.05.2015
|
17
|
სადამრიგებლო
საათი
,,ჩემი მომავალი პროფესია’’
|
ინტერესის სფეროს გამოვლენა და სავარაუდო პროფესიული
სფეროს არჩევა, მომავლის უკეთ დაგეგმვის მიზნით.
|
13.05.2015
|
18
|
სადამრიგებლო
საათი
,, რას ნიშნავს ვიყო მოზარდი- თინეიჯერი?’’
|
მოიძიონ ინფორმაცია მათი ასაკის მოზარდების შესახებ,
ვინც გახდა ცნობადი სახე და როგორი ცხოვრების სტილი აქვთ მათ.
|
25.05.2015
|
19
|
ბავშვთა უფლებების შესახებ
დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისპუტი თემაზე
,,არა- ძალადობას’’
|
შესაბამისი მასალის ჩვენება და სიტუაციური მაგალითების
გაანალიზება.
|
1.06.2015
|
20
|
კვლევაში მონაწილეობა, თვითგანვითარებისთვის და თვითშეფასებისთვის
|
კვლევა შეეხება მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების
გამოვლენას, თვითშეფასებას. ინდივიდუალურად შედგენილი ტესტების და კითხვარების დახმარებით.
|
10.06.2015
|
21
|
ექსკურსია და მონაწილეობა პროექტში ,, ჩემი ქვეყანა’’
|
გაეცნონ და მიიღონ მეტი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის
ბუნებრივი და კულტურული სიმდიდრეების შესახებ.
|
13.06.2015
|
სსიპ. ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მე-9 კლასის დამრიგებლის -
თამარ ჩგელიშვილის სადამრიგებლო
გეგმა
I სემესტრი
#
|
დაგეგმილი
აქტივობა
|
აქტივობის
მიზანი
|
განხორციელების
დრო
|
1
|
სადამრიგებლო საათი
1.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; მოსწავლის ქცევის კოდექსის განხილვა
და კლსის ქცევის წესების შემუშავება
2.
როგორ ვსწავლობთ, როგორ ვისწავლოთ უკეთ?
|
სადამრიგებლო საათის მიზანია, მოვამზადო მოსწავლეები
სასწავლო პროცესისთვის, გავაცნო ახალი საგნები და მასწავლებლები, საბაზო საფეხურის
საგამოცდო საგნები. შევახსენო მოსწავლის ქცევის კიდექსი, აგრეთვე მოსწავლეთა მონაწილეობით
შევადგონოთ ქცევის წესები, რომელსაც კლასში თვალსაჩინო ადგილზე გამოვაკრავთ და საორგანიზაციო
საკითხების მოგვარება.
გავაცნობ
სასწავლო სტრატეგიებს და მეთოდებს რაც დაეხმარება მოსწავლეებს სასწავლო მასალის უკეთესად
აღქმასა და გააზრებაში.
|
17.09.20141
|
2
|
სადამრიგებლო
საათი
,, ჩემი მიზანი’’
|
მოსწავლებმა წარმოადგინონ პრეზენტაცია ღნიშნულ თემაზე-
ზოგადი მიზნები ახლო და შორეული მომავლის.
|
23.09.2014
|
3
|
სადამრიგებლო
საათი
,, ჩემი მომავალი პროფესია’’
|
მოსწავლეები ერთი კვირის ვადაში წერენ ესეს მომავალი
პროფესიის შესახებ და ასაბუთებენ რამდენად არის შესაძლებელი ამ პროფესიის დაუფლება,
რა სჭირდებათ ამისათვის, რასაც ეხლავე გაითვალისწინებენ, ითვალისწინებენ თუ არა მშობლების
აზრს არჩევანთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა მოტივაცია, რამ შეიძლება ხელი შეუშალოს
და ა.შ.
|
30.09.2014
|
4
|
სადამრიგებლო
პროექტი
,, სასკოლო შფოთვა, როგორ მოვემზადოთ გამოცდებისათვის’’
|
გავაცნო თითოელი საგნის სტანდარტი, რისი ცოდნა მოეთხოვებათ
გამოცდაზე და ფორმა, რა სახით ცატარდება გაოცდები, ვინ ცაატარებს.. მივცემ დავალებას
გააკეთონ გამოკითხვა წინა კლასების მოსწავლეებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.
|
2.10.2014
|
5
|
სპორტული
ღონისძიება
,, მხიარული სტარტები’’
მე-8 კლასელებთან ერთად.
|
მოსწავლეთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა.
|
3.10.2014
|
6
|
სადამრიგებლო
საათი თემაზე
,, სწრაფვა წარმატებისკენ’’
|
დისკუსია- როგორ მოდის წარმატება? გსურთ თუ არა იყოთ
წარმატებული? რა არის მთავარი რომ გავხდეთ წარმატებულები? დისკუსიის მიზანია მოტივაციის
გაზრდა მოზარდებში, რომ დაისახონ მიზნად წარმატების მიღწევა სხვადასხვა სფეროში.
|
10.10.2014
|
7
|
სადამრიგებლო
საათი თემაზე: თვითგანვითარება
|
გამოვავლინო, როგორ ზრუნავს თითოეული მოსწავლე საკუთარ
განათლებაზე, რამდენად იღებენ ინფორმაციას, კითხულობენ ლიტერატურას ან სასკოლო მასალაზე
მუშაობას რა დროს ანდომებენ, რამდენად შეუძლიათ დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრა-
მოგვარება და სხვ. ამისათვის მოსწავლეები ავსებენ წინასწარ მომზადებულ კითხვარებს.
|
17.10.2014
|
8
|
სადამრიგებლო
საათი თემაზე-
,, სიყვარული’’
|
დისპუტი და მსჯელობის, აზრის ნათლად ჩამოყალიბების
უნარების განვითარების ხელშეწყობა.
|
23.10.2014
|
9
|
სადამრიგებლო
საათი:
,, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება
|
გავაცნო ბუნებრივი კატასტროფების სახეები და საფრთხეები
გეოგრაფიიფ მასწავლებლის დახმარებით.
|
30.10.2014
|
10
|
საკლასო
პრეზენტაცია
,, ჩვენი შემოქმედება’’
|
მოვაწყოთ ნახატების, ნაქსოვების, დამზადებული ნივთების,
ნაქარგების და სხვ. პრეზენტაცია. საუკეთესო ნიმუშების დაჯილდოვება.
|
7.11.2014
|
11
|
სადამრიგებლო
საათი
,,რა არის
გენდერული როლები?’’
|
რა უფლებები გააჩნდა ქალს და მამაკაცს სხვადასხვა
დროში, როგორი დამოკიდებილებაა დღეს გენდერული ბალანსის თვალსაზრისით და რას ფიქრობენ
ამ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეები, მოიყვანენ შესაბამისად მაგალითებს, ასევე
ვაჩვენებ დოკუმენტურ ფილმს, რომელის გადაღებულია ჩეხეთის სააგენტოს მიერ საგანმანათლებლო
მიზნით.
|
14.11.2014
|
12
|
პოეზიის
საღამო
მე-8 კლ. მოსწავლეებთან ერთად
|
მხატვრული კითხვისა და გამართული მეტყველების სწავლება,
პოეზიის ნიმუშების შესწავლა. კონკურსის წესით გამოვლენა- ვინ უკეთესად კითხულობს
ლექსს? საუკეთესო გამოვლინდება და დაჯილდოვდება
სიგელით.
|
19.11.2014
|
13
|
პროექტის
გაგრძელება ,, სასკოლო შფოთვა, როგორ მოვემზადოთ
გამოცდებისათვის’’
|
შეხვედრა და კონსულტაცია დირექტორთან და სასწავლო
ნაწილის გამგესთან.
|
28.11.2014
|
14
|
კვლევა
:
|
კვლევა შეეხება მშობლების ჩართულობის გამოვლენას სასკოლო
ცხოვრებაში, ვინ უფრო აქტიურად თანამშრომლობს სკოლასთან დედა თუ მამა? რატომ არ თანამშრომლობენ
რეგულარულად და ა.შ.
|
5.12.2014
|
15
|
კედლის
გაზეთის გამოშვება
,, დიდი ქართველი მეფეები’’
|
ჩემი მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ საინტერესო მასალები
ქართველი მეფეების შესახებ წყაროებიდან და თვითონ შექმნან გაზეთი, გააკეთონ გაფორმება
და შეაფასონ ერთმანეთის მასალები.
|
12.12.2014
|
16
|
სადამრიგებლო
საათი:
,, როგორ ვსწავლობთ, როგორ ვისწავლოთ უკეთ?
|
მიმდინარე სემესტრის შედეგების გადახედვა, როგორი
შედეგით სრულდება სემესტრი, რისი გამოსწორებაა აუცილებელი, მეტი შედეგის მისაღწევად.
|
19.12.2014
|
17
|
სასკოლო
საახალწლო ღონისძიებისთვის მომზადება
და მონაწილეობა
|
გასართობ- შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობა.
|
26.12.2014
|
მე-9 კლ. II
სემესტრში განსახორციელებელი
სადამრიგებლო პროგრამის გეგმა
#
|
დაგეგმილი
აქტივობა
|
აქტივობის
მიზანი
|
განხორციელების
დრო
|
1
|
პირველი სემესტრის შედეგების გაანალიზება და კითხვარების
შევსება, კითხვარი შეეხება მოსწავლეთა ინტერესის გამოვლენას, რა პროფესია მოსწონთ
და სხვ.
|
ჩემი მიზნია მოსწავლეებმა გააკეთონ თვითშეფასება და
ანალიზი. ჩემს მიერ შედგენილი კითხვარებით გააანალიზონ პირველ სემესტრში მიღებული
შედეგები, რას შეცვლიან მეორე სემესტრში, რას გაითვალისწინებენ, რა იყო მათთვის წარმატება
და ამ წარმატების მიზეზი.
|
23.01.2015
|
2
|
სადამრიგებლო საათი
,, ვინ ვარ მე?’’
|
ინდივიდუალურად 2 წთ-ის მანძილზე წარმოადგინონ მოკლე
პასუხი კითვაზე, შემდეგ კი გავაცნო დიდი
ადამიანების, პოლიტიკოსების და ფილოსოფოსების შეხედულებები ,, მე- სთან’’ მიმართებაში.
|
28.01.2015
|
3
|
საკლასო ღონისძიება ,,დავითობა’’
|
შევასწავლო მეტი დიდი პიროვნებების ცხოვრების და მოღვაწეობის
შესახებ, რომლებმაც უდიდესი მისია შეასრულეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
|
9.02.2015
|
4
|
სადამრიგებლო საათი
,, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება’’
|
გავაცნო თეორიული მასალა როგორ უნდა ვიმოქმედოთ შესაბამის
კრიტიკულ სიტუაციაში.
|
17.02.2015
|
5
|
სადამრიგებლო პროექტი
,,როგორ მოვემზადოთ გამოცდებისათვის?’’
|
მასწავლებლებთან შეხვედრა, როლური სიტუაცია თუკი ისინი
თავს მათ ადგილზე წარმოიდგენენ მომენტალურად, რას ურჩევენ მოსწავლეებს?
|
24.02.2015
|
6
|
მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონისძიება
მე-8- 9 კლ. მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით
|
მოვიწვიოთ მოსწავლეთა მშობლები და მივულოცოთ მარტის
ქალთა დღესასწაულები- დედის დღე და 8 მარტი საკლასო ღონისძიებით.
|
6.03.2015
|
7
|
სპორტული შეჯიბრი
სხვა კლასებთან.
|
მოსწავლეთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა.
|
10.03.2015
|
8
|
სადამრიგებლო საათი
,,როგორ ვსწავლობთ, როგორ ვისწავლოთ უკეთ?
|
გამოკითხვა ჩემს მიერ წინასწარ მომზადებული კითხვარებით,
რა უჭირთ ყველაზე მეტად რა უადვილდებათ და ამის გათვალისწინებით გადაჭრის გზების
შეთავაზება.
|
17.03.2015
|
9
|
საქველმოქმედო აქცია
,,დავეხმაროთ მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს’’
|
სოფელში მოვიძიოთ ვინ არის მარტოხელა მოხუცები და
შეძლებისდაგვარად გავუწიოთ დახმარება ჯერ დავგეგმოთ მშობლებთან ერთად და შემდეგ განვახორციელოთ.
|
25.03.2015
|
10
|
,,9 აქრილი’’ სასკოლო ღონისძიება და ლაშქრობა სოფ.
შინდისში 2008წ. დაღუპულ გმირთა პატივის მისაგებად.
|
გაეცნონ 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზებს, შედეგებს და
ისწავლონ დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა.
|
9.04.2015
|
11
|
სადამრიგებლო საათი
,, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება’’
|
მოსწავლეები თვითონ მიოძიებენ ინფორმაციას - მიწისძვრის,
ყწალდიდობის, მეწყერის, სეტყვის, გვალვის, ხანძარის, ვულკანის შესახებ და სიტუციაში
რისკის შემცირების ალბათობებზე.
|
21.04.2015
|
12
|
აქცია- დასუფთავება
,, გაემოს დაცვის დღე- 5 მაისი’’
|
დავასუფთავებთ სკოლის და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას,
სოფელში სააგიტაციო ბუკლეტების დარიგება.
|
5.05.2015
|
13
|
მეორე მსოფ. ომის თემაზე ვიქტორინა შეჯიბრი მე-8 კლასთან.
|
9 მაისის გამარჯვების მნიშვნელობის აღქმა, შესწავლილი
მასალის გამეორება ცოდნის გამოყენება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება.
|
8.05.2015
|
14
|
,,თამარობა’’- დიდი მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი
სასკოლო ღონისძიება.
|
შევასწავლო მეტი დიდი პიროვნებების ცხოვრების და მოღვაწეობის
შესახებ, რომლებმაც უდიდესი მისია შეასრულეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
|
14.05.2015
|
15
|
სადამრიგებლო საათი
,,სწრაფვა წარმატებისკენ’’
|
მოსწავლეები ირჩევენ მათი აზრით წარმატებულ პოროვნებას,
ვისაც მოვიწვევთ სკოლაში, მოსწავლეები დაუსვამენ შეკითხვებს, მიიღებან რჩევას და
რეკომენდაციას.
|
19.05.2015
|
16
|
საქართვლოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაში მონაწილეობა.
|
სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობა და შესწავლილი მასალის
გამოყენება თარიღთან დაკავშირებით.
|
25.05.2015
|
17
|
ბავშვთა უფლებები,
დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია თემის გარშემო.
|
შესაბამისი მასალის ჩვენება და სიტუაციური მაგალითების
გაანალიზება.
|
1.06.2015
|
18
|
ექსკურსია
|
მოსწავლეების , მათი მშობლების და დამრიგებლის შეთანხმებით
შერჩეული მარშრუტით.
|
გამოცდების
დასრულების შემდეგ
|
საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გეგმაა
ОтветитьУдалитьვეთანხმები,თუმცა კარგი იქნებოდა რამდენიმე ოქმიც რომ დაურთოთ.
ОтветитьУдалитьსაინტერესოა. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ.
ОтветитьУдалить<3 მართლაც საინტერესოდ არის გადანაწილებული ყველაფერი,უღრმესი მადლობა გაზიარებისთვის
ОтветитьУдалить